ახალი კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები 209 ქვეყანაშია დაფიქსირებული, მათ შორის საქართველოს მეზობელ, ოთხივე ქვეყანაში.
თურქეთი - ყველაზე მეტი ინფიცირებული საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის, თურქეთშია. დაინფიცირებულია 42 282 ადამიანი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 2142 ადამიანი, გარდაცვლილი კი 908.
რუსეთი - დაინფიცირებულთა რაოდენობა 10 131 შეადგენს, მათ შორის 698 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 76 გარდაცვლილი.
სომხეთი - დაინფიცირებულია 921 ადამიანი, მათ შორის 138 გამოჯანმრთელებილი, 10 გარდაცვლილი.
აზერბაიჯანი - დაფიქსირებულია 926 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 101 ადამიანი, 9 კი გარდაცვლილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 218-მდე გაიზარდა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 51 ადამიანი, 3 კი გარდაიცვალა.