კორონავირუსი რუსთაველ ბავშვს დაუდასტურდა

2020-04-04 11:41:06

რუსთავის საკრებულოს წევრის მცირეწლოვან შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ განცხადება ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა გააკეთა. 

რეხვიაშვილის ინფორმაციით, დეპუტატის მეუღლესა და დანარჩენ შვილებს ინფიცირება არ დაუდგინდათ. 

"ჩვენ ველოდით საკრებულოს ოჯახის წევრების კვლევების შედეგებს. მხოლოდ ერთ-ერთ შვილს დაუფუქსირდა კორონავირუსი. მეუღლეს და დანარჩენ შვილებს არა. დადასტურებულ შემთხვევასთანაც მდგომარეობა მსუბუქია", - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა. 

რეხვიაშვილმა ასევე ისაუბრა გუშინ დადასტურებულ 2 შემთხვევაზე, რომელიც რუსთავს უკავშირდება. საუბარია სასწრაფო დახმარების ექიმსა და მის მეუღლეზე, ეროვნული ბანკის თანამშრომელზე.

"ასევე, სამწუხაროდ, 2 ფაქტი, რაც გუშინ დაფიქსირდა და ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის, უკავშირდება რუსთავს. მამაკაცი, რომელიც ეროვნული ბანკის თანამშრომელია და მეუღლე, რომელიც არის სამედიცინო პერსონალი. როგორც მისი სამსახურის ხელმძღვანელებმა განაცხადეს, 31 მარტს ის ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, 2 აპრილიდან კი იწყება სიმპტომების გამოვლენა", - აცხადებს მხარის ხელმძღვანელი.

ამ დროისთვის რუსთავში სულ კორონავირუსის 7 დადასტურებული შემთხვევაა. თვითიზოლაციაში მყოფთა რიცხვი კი 20-ით გაიზარდა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები