რუსთავის ცხელების ცენტში 9 პირი შეიყვანეს.
პაციენტებს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვთ, ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ცენტრში განუცხადეს.
ცხელების ცენტრში 9 პირი თბილისის აეროპორტიდან გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით ცხრავე პაციენტი პოლონეთიდან სპეცრეისით ჩამოფრინდა.
მათ ჰქონდათ სიცხე და ხველა, რის გამოც რუსთავის ცხელების ცენტრში, ორ ეტაპად გადაიყვანეს.