"ცხელი უთოს გამოყენებაც ეფექტური იქნება"

2020-04-03 14:54:00

"ინდივიდუალურ პირობებში შეიძლება ფულის სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავება, თუმცა ცხელი უთოს გამოყენებაც, საკმაოდ ეფექტური იქნება"-ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

„საქართველოს ეროვნული ბანკი და ბანკები დეზინფექციას დიდი ხანია აკეთებენ. აქ საუბარია უფრო არა იმაზე, ბანკომატიდან რომ ფულს იღებს ადამიანი, არამედ იმაზე ხელიდან ხელში რომ ადამიანი ადამიანს ფულს მისცემს. ხელიდან ხელში გადაცემული ნებისმიერი ნივთი შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი. ამიტომაც შეეხება ყველა ჩვენი რეკომენდაცია სიფრთხილეს. აქ არ არის საუბარი მხოლოდ ფულზე, რომელიც ხელიდან ხელში გადადიდს, ყველა ნივთს ეხება. ინდივიდუალურ პირობებშიც შესაძლებელია ნაღდი ფულის შემთხვევაში, სადეზინფექციო ხსნარების ან იგივე ცხელი უთოს გამოყენება, ეფექტური იქნება" - განაცხადა პაატა იმნაძემ.