რუსთავის საკრებულოს წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა.
"ინფო რუსთავი" ინფიცირებულ რუსთაველ პაციენტს ესაუბრა.
"სამწუხაროდ დამიდასტურდა კორონავირუსი, თუმცა ვფიქრობ რომ არაფერი საგანგაშო არ არის, თავს ვგრძნობ ნორმალურად. მაქვს დაბალი სიცხე, 37-37.5 ასევე მშრალი ხველა. ვიმყოფები ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას ვინც დღეს ჩემ გამო ნერვიულობდა. ყველაფერი იქნება კარგად", - განაცხადა ინფო რუსთავთან საუბრისას რუსთავის საკრებულოს წევრმა.
კორონავირუსი დაუდასტურდა საკრებულოს წევრის მამასაც. ამ დროისთვის რუსთავში 4 ადამიანია კორონავირუსით ინფიცირებული.
შეგახსენებთ, რომ რუსთავის საკრებულოს წევრის დედას კორონავირუსი დილით დაუდასტურდა, ის საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომელია. სწორედ აღნიშნული უწყების 7 თანამშრომელი დაინფიცირდა.
დღეს მომხდარი ფაქტის გამო კი რუსთავის მერიასა და საკრებულოს დეზინფექცია დამატებით ჩაუტარდა. ამ დროისთვის საკრებულოს 20 თანამშრომელი თვითიზოლაციაშია.