რუსთაველი სპორტსმენების წარმატება.

2016-11-08 18:14:49

შვიდმა რუსთაველმა სპორტსმენმა საქართველოს პირველობა უშუ-სანდაზე წარმატებით იასპარეზა. ჩემპიონატზე რუსთავიდან ლოტუსის კლუბის წევრი სპორტსმენები იყვნენ წარდგენილი. გიორგი ბუზალაძემ,ზურა ჯაჯანიძემ, გიორგი ზაუტაშვილმა, გიორგი ბიჩელაშვილმა, დავით ფაჩოშვილმა და ლევან წიკლაურმა პირველი ადგილი მოიპოვეს, შალვა მამაცაშვილს კი პირველი ადგილი უცხოელი მეტოქის გამოუცხადებლობის გამო ხვდა წილად.