ინფო რუსთავის კითხვაზე, დაიწყება თუ არა საქართველოში კორონავირუსით დაავადებულის მკურნალობა უკვე გამოჯანმრთელებულის სისხლის პლაზმით, პაატა იმნაძემ უპასუხა, რომ ეს გამოცდილი პრაქტიკაა და შესაძლებელია, რომ ქვეყანამ მსგავსი მკურნალობის მეთოდს მიმართოს.
"ეს არის საკმაოდ მიღებული პრაქტიკა. საქართველოში ჩვენ ეს გამოყენებულიც გვაქვს. ძველადაც იყენებდნენ ამ მეთოდს, მაგრამ ბოლოს ესეთი მძიმე დაავადების დროს, როცა საქართველოში პირველი ყირიმ-კონგოს ცხელების, ინფექციურმა საავადმყოფომ გამოიყენა ეს მეთოდის მაშინ. ამას სჭირდება, რომ ძალიან ბევრი გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლი გვქონდეს, რათა შემდეგ ეს გამოიყენო ვთქვათ ახალ მძიმე პაციენტებზე. ეს მეთოდი ცნობილი და , რა თქმა უნდა, ჩვენი კოლეგები, ინფექციონისტები ამაზე ფიქრობენ"- განაცხადა პაატა იმნაძემ.
როგორ ხდება გამოჯანმრთელებულის სისხლით მკურნალობა?
გამოჯანმრთელებულმა პაციენტებმა კორონავირუსისგან განკურნება შეძლეს, რადგან მათმა იმუნურმა სისტემამ SARS-CoV-2-ის (ვირუსი, რომელიც ავადმყოფობას იწვევს) მიმართ ძლიერი იმუნური პასუხის შემუშავება შეძლო, ანტისხეულები კი ამ საპასუხო რეაქციის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. აღნიშნული ანტისხეულები როგორც ზოგად, ისე სპეციალიზირებულ უჯრედებსაც შეიცავს, რომლებიც SARS-CoV-2-ის წინააღმდეგაა ეფექტური. თეორიულად, ამ ანტისხეულების გამოჯანმრთელებული ადამიანისგან ახლადინფიცირებულისთვის გადასხმა, შესაძლოა, ეფექტური აღმოჩნდეს.