სერბეთში ეპისკოპოსი მილუტინი კორონავირუსით დაიღუპა

2020-03-30 16:40:11

სერბეთში, ბელგრადის საავადმყოფოში ეპისკოპოსი მილუტინი 71 წლის ასაკში კორონავირუსით დაიღუპა. ინფორმაციას ვალიევოს ეპარქია ავრცელებს.

ეპარქიის ინფორმაციით, ეპისკოპოსს ვირუსი ოთხი დღის წინ დაუდგინდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად დამძიმდა. მათივე ცნობით, ინფექცია დაუდასტურდა ეპარქიის კიდევ ორ სასულიერო პირს.

ვალიევოს ეპარქია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ეპისკოპოსის დაღუპვის გამო.