პროდუქტს 2300 აღსაზრდელის ოჯახი მიიღებს

2020-01-01 02:40:00

ძვირფასო მშობლებო!

ჩვენი ქალაქის ბაგა-ბაღის აღსაზრდელებისთვის ქალაქის მუნიციპალიტეტისა და გაერთიანების ერთობლივი ძალისხმევით ეტაპობრივად ხდება საკვები პროდუქტების შეძენა და გაცემა.

პირველ ეტაპზე პროდუქტი გაიცა 950 აღსაზრდელისათვის სოციალური საჭიროების გათვალისწინებით.

ამჟამად მიმდინარეობს მეორე ეტაპი და პროდუქტს მიიღებს 2300 აღსაზრდელის ოჯახი.
გამომდინარე შექმნილი რეალობიდან,რომ გარკვეული დრო სჭირდება პროდუქტის შეძენას, დაფასოებასა და ორგანიზებულ გაცემას, რაც უსაფრთხოების ნორმების დაცვით უნდა მოხდეს, მესამე ეტაპი უახლოეს დღეებში იგეგმება.

პროდუქტს მიიღებს რუსთავის ბაგა-ბაღებში ჩარიცხული ყველა ბავშვის ოჯახი!
გისურვებთ ჯანმრთელობას და გახსოვდეთ-გვიყვარხართ