"მოვახდინეთ სამედიცინო პერსონალის იდენტიფიცირება"

2020-02-29 13:33:05

"ვფიქრობთ, რომ მედპერსონალს, რომლებიც თბილისში მუშაობენ, მოვარგოთ ერთი მარშრუტი" - ამის შესახებ, ქალაქის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ "ინფო რუსთავის" გადაცემაში "free live" განაცხადა.

ქალაქის მერის თქმით, შეიქმნა სპეციალური საიტი, სადაც დარეგისტრირდა მედპერსონალი და მოხდა მათი იდენტიფიცირება. მისი თქმით, ყოველთვიურად ქალაქიდან 101 ადამიანი გადის, რომლებიც თბილისში სხვადასხვა კლინიკაში არიან დასაქმებულები.

"ჩვენ ბაზებით მოვახდინეთ სამედიცინო პერსონალის იდენტიფიცირება. ნუსხა, ყველა ადამიანის სახელი-გვარი, სად მუშაობს და რომელ კლინიკაში მიდის, გამზადებულია. 2 დღეში მოხდა მთლიანი ბაზის შედგენა. ყოველდღიურად ქალაქიდან 45-50 ადამიანს უწევს მგზავრობა. გრაფიკი აქვს ყველას სხვადასხვა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ადამიანებზე მოვარგოთ ერთი სატრანსპორტო ხაზი, რომლითაც სპეციალური საბარათე სისტემით, იმ ფასში იმგზავრებენ რა ფასშიც აქამდე მგზავრობდნენ", - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

როგორც საინფორმაციო სააგენტოსთან ქალაქის მერმა აღნიშნა, ახალი რეგულაციებიდან გამომდინარე საკითხი შესათანხმებელია და მიმდინარეობს ამაზე მუშაობა.