რა გაკეთდება იმისთვის რომ ბაღში მეტი ბავშვი მოხვდეს.

2016-11-08 17:17:31

მომავალ წელს რუსთავის ბაღებს 8 ახალი ჯგუფი შეემატება. საკითხი დღეს კომისიის სხდომაზე განიხილეს. ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის ეკა ხუციშვილის თქმით, ჯგუფების დამატება, გაერთიანებას დამატებით 400-მდე ბავშვის მიღების საშუალებას მისცემს.გარდა ამისა 2017 წლიდან, ცურტაველის ქუჩაზე მდებარე #10 ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია იგეგმება, რაც ბაღში ჩარიცხული ბავშვების რაოდენობას საგრძნობლად გაზრდის. წელს, სასწავლო წლის დაწყებიდან დღემდე ბაღების მიღმა 1400 ბავშვი დარჩა. ეკა ხუციშილის განმარტებით გარეთ დარჩენილი ბავშვები რეზერვის პრინციპით, იმ ბაშვების ადგილას, რომლებიც არასაპატიო გაცდენების გამო ბაღებში აღარ დადიან,  ეტაპობრივდ ირიცხებიან. ამ პრინციპით ოქტომბერში ბაღებში 83 ბავშვი ჩაირიცხა.