COVID19-ით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

2020-03-24 13:18:12

კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი 67-მდე გაიზარდა.

ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ  ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დღეს ინფიცირებულთა რიცხვი უკვე მეორედ შეიცვალა.

შეგახსენებეთ, რომ COVID19-ისგან 9 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოფება. ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 252.