შეზღუდვა უკვე ამოქმედდა

2020-03-24 11:26:02

რუსთავი-თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსების გადაადგილება აიკრძალა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ამ დროისთვის გადაწყდა კომპანია "ინტერტრნსის" კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების დროებით გაჩერება.

გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა საბჭომ გუშინდელ სხდომაზე მიიღო.

არ იკრძალება ქალაქიდან ქალაქში ავტომანქანებით გადაადგილება.

RUSTAVI