სპეციალური რეისები ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან

2020-03-23 21:33:59

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით არსებულმა საკოორდინაციო საბჭომ, მიიღო გადაწყვეტილება, რომ შესრულდება სპეციალური რეისები ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან, რაც ჩვენს თანამოქალაქეებს მისცემს საშუალებას დაბრუნდნენ სამშობლოში. რეისები, რომელიც არის ამ ეტაპზე დანიშნული გახლავთ: ბერლინიდან 23 მარტს, 24 მარტს ათენიდან, 26 მარტს ვენიდან, 31 მარტს ამსტერდამიდან, 3 აპრილს ვარშავიდან, 7 აპრილს ისევ ათენიდან და 10 აპრილს რეისი შესრულდება ლარნაკადან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

"მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის შედეგად შექმნილმა ვითარებამ, ძალიან ბევრი პრობლემა შექმნა, მათ შორის რა თქმა უნდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემას წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეების დაბრუნებას სამშობლოში. დღეს არსებული შეზღუდვები, რომელიც მოქმედებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ზღუდავს იმ შესაძლებლობებს, რომლითაც შეიძლება ჩვენმა მოქალაქეებმა ისარგებლონ და დაბრუნდნენ სამშობლოში, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს კონკრეტულ გეგმებს იმისათვის, რომ ჩვენ ხელი შევუწყოთ ჩვენს თანამოქალაქეებს დაბრუნებაში. ამისთვის პრემიერ-მინისტრთან არსებულმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შესრულდება სპეციალური რეისები ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან, რაც საშუალებას მისცემს ჩვენს თანამოქალაქეებს დაბრუნდნენ სამშობლოში. რეისები, რომელიც არის ამ ეტაპზე დანიშნული გახლავთ: ბერლინიდან 23 მარტს, 24 მარტს ათენიდან, 26 მარტს ვენიდან, 31 მარტს ამსტერდამიდან, 3 აპრილს ვარშავიდან, 7 აპრილს ისევ ათენიდან და 10 აპრილს რეისი შესრულდება ლარნაკადან. ეს არის იმ რეისების ჩამონათვალი, რომელიც უკვე დაგეგმილია“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.