რუსთავის საკარანტინო ზონიდან რომელიც რომელიც ქალაქის ერთერთ სასტუმროშია განთავსებული, მამაკაცი გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
ახალგაზრდა ჰოსპიტალში გუშინ, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით შეიყვანეს.
"ინფო რუსთავი" გორის ჰოსპიტალს დაუკავშირდა და მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა.
ჰოსპიტალში განაცხადეს რომ მამაკაცს კორონავირუსზე ტესტი ცაუტარდა და პასუხი ნეგატიური აღმოჩნდა, რაც იმას ნიშნავს რომ ახალგაზრდას covid19 არ დაუდასტურდა.