ლეონიძის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო [photo]

2020-03-20 17:36:43

ლეონიძის სკვერის სარეაბილიტაციო სამშაოები დაიწყო. ამ ეტაპზე სკვერის ტერიტორიაზე შემოღობვის სამუშაოებს აწარმოებენ.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების თანახმად, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ახალი მრავალფუნქციური დასასვენებელი სივრცით სარგებლობას რუსთაველები მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში შეძლებენ. სამუშაოების დასრულების ვადა 180 კალენდარული დღეა.

რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვაბელის, ზაზა ზაზაძის ინფორმაციით, პროექტის განსახორციელებლად 1 775 830 ლარი დაიხარჯება.

ტერიტორიაზე საბავშვო ზონა, კალათბურთის მოედანი, სკეიტ პარკი, საფეხმავლო და ველობილიკები მოეწყობა. სკვერში ასევე განთავსდება ახალგაზრდული სივრცეები და საჩოგბურთო მოედანი, დამონტაჟდება გარე განათების ახალი სისტემა. ახალ სივრცეში განთავსებული იქნება საპირფარეშოებიც.

ლეონიძის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს "ჯეო პარკი" აწარმოებს.

ფოტოებში ნაჩვენებია როგორ მიმდინარეობს სამუშაოები და როგორი იქნება სამომავლოდ რეკრეაციული სივრცე.