რუსთავში ქმარმა ცოლს სცემა

2020-02-19 23:30:04

რუსთავში ქმარმა ცოლს სცემა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ოჯახში ძალადობის ფაქტი ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე დაფიქსირდა.

40 წლამდე მამაკაცმა 35 წლამდე ცოლს ჯერ სიტყვიერი შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა ბავშვების თანდასწრებით მიაყენა.

ჩხუბის ხმაზე ადგილზე პოლიცია გამოიძახეს, არსებული ინფორმაციით მამაკაცი სამართალდამცავებმა დააკავეს.