აღმოაჩნდა თუ არა რუსთაველ პაციენტს კორონავირუსი

2020-03-20 00:11:11

ახალგაზრდა მამაკაცი რუსთავიდანთბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ გადაიყვანეს.

პაციენტს ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღენიშნებოდა. მას ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები და ტესტის პასუხი დღეს გახდა ცნობილი.

"ინფო რუსთავს" თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში განუცხადეს რომ ტესტის პასუხი უარყოფითია, რაც ნიშნავს იმას რომ მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

სულ რუსთავიდან თბილისში, ბოლო 2 კვირის მანძილზე 6 ადამიანი გადაიყვანეს, მათგან კორონავირუსი არცერთს არ დაუდგინდა.