რუსთავში მეწარმეები საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლდებიან

2020-03-19 17:19:46

50-მდე მეწარმე, ვისაც რუსთავის მერიისგან იჯარით აქვს აღებული ფართი, გადასახადისგან გათავისუფლდება.

ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინატო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. რომლის მიხედვითაც ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტს მიეცა რეკომენდაცია, რომ იჯარით გაცემულ ობიექტებს საიჯარო გადასახადი დროებით გაუუქმონ.

"ეს რეკომენდაცია მიეცა ყველა სხვა მუნიციპალიტეტებს. რათა ყველა ბიზნესი, რომელიც სარგებლობს იჯარით, მუნიციპალურ სარგებლობაში არსებული ქონებებით, სავაჭრო ობიექტებთან, მათ არ მოსთხოვონ მოიჯარეებს გადასახადი",-განაცხადა პრემიერ მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ 14 მარტს წარადგინა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ღია კაფე-ბარები 12 თვის საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლდებიან.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები