მას შემდეგ, რაც ქვეყანაში სამარშრუტო ტაქსების მოძრაობის აკრძალვასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი, "ინფო რუსთავს" ათობით ადამიანი დაუკავშირდა და სთხოვა გაერკვია, შეეხება თუ არა შეზღუდვა რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებს.
საკითხთან დაკავშირებით "ინფო რუსთავი" კომენტარისთვის კომპანია "ინტერტრანსს" დაუკავშირდა.
"ამ ეტაპზე, მიკროავტობუსები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. მგზავრების გადაყვანა შეუფერხებლად ხორციელდება. დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება", - აცხადებენ კომპანიაში.