შეჩერებული დემონტაჟის პროცესი რუსთავში

2020-01-16 14:31:03

გაგრძელდება თუ არა რუსთავში, უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიების, უსახური კონსტრუქციებისა და ავტოფარეხების დემონტაჟი - აღნიშნული კითხვით "ინფო რუსთავმა" მერიის შესაბამის სამსახურს მიმართა.

როგორც მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა აკაკი ხვედელიძემ განაცხადა, ამ ეტაპზე აღნიშნული სამუშაოების ჩატარება არ იგეგმება.

"სიტუაციიდან გამომდინარე, როცა იქნება ყველაფრის ერთიანად მოგვარება და ერთიანად გასვლა ქალაქის ხელმძღვანელობის, ალბათ მაშინ დაიგეგმება. ამ ეტაპზე მსგავსი გეგმები არ არის", - განაცხადა აკაკი ხვედელიძემ.

ავტორი

სალი ომაროვა

ნახე ავტორის სხვა სიახლეები