იზოლაციაში ყოფნის წესები

2020-01-15 13:51:19

როგორ განსხვავდება საკარანტინო სივრცე თვითიზოლაციისგან - თვითიზოლაციაში მყოფი პირები იყენებენ საკუთარ სივცეს იზოლაციისთვის, ხოლო საკარანტინო ზონა სამინისტროს მიერ სპეციალურად გამოიყოფა.

თვითიზოლაციის წესები:

თვითიზოლაციაში უნდა იყოთ, დაავადების გამომწვევთან ექსპოზიციის ბოლო თარიღიდან 14 დღის განმავლობაში.

თვითიზოლაციაში ყოფნისას არ შეიძლება იზოლაციის სივრცის დატოვება.

თვითიზოლაციის სივრცეში არ არის რეკომენდირებული ვიზიტორებისა და სტუმრების მიღება.

საკვების მიღება დასაშვებია მხოლოდ არაპირდაპირი კავშირით.

თუ იზოლაციის სივრცეში იმყოფებიან სხვა ადამიანები, მათთან კონტაქტი დასაშვებია მხოლოდ 1 მეტრი სიშორიდან 15 წუთის განმავლობაში.

იზოლაციის პირობებში უნდა გქონდეს განცალკევებული ჭურჭელი, საწოლი, პირსახოცი.

დასაშვებია გქონდეთ სატელეფონო კონტაქტი და ისარგებლოთ ინტერნეტით.

კარანტინში ყოფნის წესები:

კარანტინში მოთავსებისას, თითო ადამიანისთვის გამოიყოფა ოთახი ან ოჯახის შემთხვევაში შესაძლებელია ერთ სივრცეში განთავსება.

კარანტინში ყოფნისას პირს არ შეუძლია ოთახის დატოვება.

მომსახურე პერსონალი არ შედის იზოლაციის სივრცეში.

საკვები მიეწოდებათ მომსახურე პერსონალის მიერ სპეციალური დაცვის საშუალებით.

იმ შემთხვევაში თუ პირს დაუდგინდა რაიმე სიმპტომები გადადის სამედიცინო დაწესებულებაში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საკარანტინო ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას კორონავირუსით ინფიცირების საფრთხე არ ემუქრებათ, კორონავირუსი ჰაერით შორ მანძილზე არ ვრცელდება.