როგორ დავიცვათ თავი COVID19-სგან

2020-03-14 17:50:51

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციები COVID19 -თან დაკავშირებით.

"მხოლოდ კონტაქტში მყოფების მიდევნება საკმარისი არ არის, არც კარანტინი, ან სოციალურად დისტანცირება. ყველაფერი ერთად უნდა გაკეთდეს. იპოვნეთ, იზოლაციაში მოათავსეთ, ტესტი აუღეთ და უმკურნალეთ ყველას იმისთვის, რომ გადადების ჯაჭვი გაწყდეს. ნება არ მისცეთ ამ ცეცხლს, რომ დაგვწვას", - განაცხადა ტედროს გაბრეიესუსმა.

დაიბანეთ ხელები ხშირად, თხევადი საპნით ან გაიწმინდეთ სპეციალური ანტისეპტიკური ხსნარით:

იმ შემთხვევაში, თუ ახალი კორონავირუსი, მოხვდა თქვენს ხელზე, თხევად საპონს და სპეციალურ ხსნარს შეუძლია გაანადგუროს ვირუსი.

შეინარჩუნეთ დისტანცია:

აუცილებელია დაიცვათ დისტანცია. ადამიანთან, რომელიც ახველებს ან აცემინებს 1 მეტრის სიშორეზე უნდა დადგეთ. თუ პირი ინფიცირებულია, ხველებსას დიდია ალბათობაა იმისა, რომ ვირუსი გადაგედოთ.

მოერიდეთ, თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას:

ხელით ბევრ ზედაპირს ეხებით, ამიტომ შესაძლებელია ვირუსი მოხვდეს თქვენს ხელზე.

თუ გაქვთ სიცხე, ხველა და სუნთქვის გაძნელება, მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას:

გარდა ახალი კორონავირუსისა აღნიშნული სიმპტომები, შესაძლოა სხვა სერიოზულ დაავადებებსაც ახალიათებდეს.

დაიცავით, რესპირატორიული ჰიგიენის ნორმები:

იმ შემთხვევაში, თუ  გახველებთ ან გაცემინებთ, პირზე ერჯერადი ხელსახოცი აიფარეთ, გამოყენებისთანავე კი გადააგდეთ და ხელები გაიწმინდეთ ანტისეპტიკური ხსნარით ან დაიბანეთ თხევადი საპონით.

იყავით ინფორმირებული და მიყევით ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს:

მნიშვნელოვანია თვალი ადევნო მიმდინარე მოვლენებს და გაითვალისწინო რჩევები და რეკომენდაციები ახალი კორონავირუსისგან თავის დასაცავად.

რა დროს უნდა გამოვიყენოთ სამედიცინო პირბადე?

ჯანმრთელმა ადამიანმა, პირბადე უნდა გამოიყენოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქვს კონტაქტი იმ ადამიანთან, რომელიც შესაძლოა ინფიცირებულია.

თუ გაცემინებთ ან გახველებთ, გაიკეთეთ პირბადე

სამედიცინო პირბადის გამოყენების წესები:

მანამ, სანამ გაიკეთებთ პირბადეს, ხელები გაიწმინდეთ სპეციალური ხსნარით ან დაიბანეთ თხევადი საპნით.

გაიკეთეთ ნიღაბი სახეზე ისე, რომ პირს და ცხვირს ფარავდეს.

ერთჯერადი სამედიცინო პირბადეები არ გამოიყენოთ მეორედ.

პირბადე მოიხსენით ისე, რომ არ შეეხოთ მის წინა მხარეს და გადააგდეთ დაუყოვნებლივ.