იტალიის ქალაქ ბარში ლიბერტას დასახლებაში ქართველი დედა-შვილი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია 118-თან, სავარაუდო კორონავირუსის გამო, და სახანძროსთან ერთად მივიდა. ბინაში კი გარდაცვლილი 41 წლის ქალი და მისი 16 წლის ვაჟი იპოვეს.
პირველადი გამოძიების მიხედვით, დედა-შვილის სიკვდილი საცხოვრებელ ბინაში დამონტაჟებულმა გაზის გამათბობელმა გამოიწვია, წერს იტალიური მედია.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციაში ქალის სიძემ დარეკა, რომელიც დედა-შვილს ვერ უკავშირდებოდა.