ე.წ "ალდაგი"-ს მძღოლების გაფიცვა გრძელდება

2020-03-13 11:23:54

რუსთავი-თბილისის, კონკრეტულად კი აჭარის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლები მეორე დღეა გაიფიცულები არიან.

მძღოლები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, მგზავრთა ნაკადმა იკლო ამიტომ ისინი კომპანიისგან გეგმის 20 ლარით შემცირებას თხოვენ რაზეც მათ ინტერტრანსის ხელმძღვანელობის მხრიდან უარი ეთქვათ.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მძღოლები ისედაც შემცირებულ გადასახადს იხდიან. რაც შეეხება მგზავრებს, მათ გადაადგილებასთან დაკავშირებით პრობლემა არ შეექმნებათ.

როგორც ინტერტრანსში ინფო რუსთავს განუცხადეს, მძღოლების პროტესტის მიუხედავად მოსახლეობას გადაადგილებასთან დაკავშირებით პრობლემები არ შეექმნებათ, რადგან სხვა სამარშრუტო ხაზებზე მიკროავტობუსების რაოდენობა გაზრდილია.

კომპანია "ინტერტრანსში" აცხადებენ, რომ მძღოლებთან მოლაპარაკებებისთვის მზად არიან.