რამდენ ხანს ძლებს ზედაპირზე და რა მანძილზე გადადის COVID19

2020-03-09 20:12:19

ჩინელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, თუ რა მანძილზე ვრცელდება და რამდენხანს ცოცხლობს კორონავირუსი ზედაპირებზე.

კვლევის შესახებ ჩინური გამოცემა წერს.

კვლევის მიხედვით, ადამიანებს შორის ერთ მეტრიანი დისტანცია საკმარისი არაა, რომ ერთ ადამიანს მეორესგან COVID19 არ გადაედოს. მაგალითად კი მოყვანილი აქვთ, ავტობუსის მძღოლისა და მგზავრის შემთხვევა, რომელთა შორის დისტანცია 4,5 მეტრი იყო, თუმცა ინფიცირება ახალი ვირუსით მაინც მოხდა.

კვლევაში მონაწილე ერთ-ერთი მეცნიერის თქმით, კორონავირუსი დახურულ კონდიცირებად სივრცეში 30 წუთს ცოცხლობს, ხოლო ადამიანებს შორის გადადების რისკის თავიდან ასაცილებლად მანძილი მათ შორის 4,5 მეტრზე მეტი უნდა იყოს.

რაც შეეხება, იმას თუ რამდენი ხანი შეიძლება ცოცხლობდეს ზედაპირზე ვირუსი, კვლევაში ამბობენ, რომ დაცემინებისა და დახველების შემდეგ წვეთების ზედაპირზე მოხვედრის შემდეგ შესაძლოა რამდენიმე დღეს დარჩეს.

მათ ეს კვლევა კონკრეტულ შემთხვევაზე დაკვირვებით ჩაატარეს, სადაც ერთ-ერთ ავტობუსში მყოფმა ინფიცირებულმა დიდ დისტანციაზე მყოფი ადამიანების დაინფიცირებაც შეძლო.

გარდა ამისა საინტერესოა არის თუ არა შესაძლებელი კორონავირუსის ნაღდი ფულითა და საკრედიტო ბარათებით გადადება.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის უსაფრთხოების ცენტრის ექიმი ამეშ ადალაჯა ამბობს, რომ ის დიდად არ ღელავს ფულით დაავადების გადადებაზე.

" კორონავირუსი რესპირატორული დაავადება, რომელიც დახველებისა და დაცემინების შედეგად სხეულიდან წვეთების ამოსვლის შემდეგ ვრცელდება. ისინი ხვდებიან ზედაპირზე და არიან სიცოცხლის უნარიანები. მაგრამ ვირუსის გადადების მთავარი გზა ნაღდი ფული ვერ იქნება"- განაცხადა ამეშ ადალაჯა.

მისი რეკომენდაციითაც, ისევე როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, აუცილებელია ზედაპირებზე ხელების შეხების შემდეგაც და ფულთან კონტაქტის შემდეგაც ხელები დავიბანოთ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები
RUSTAVI