ირანში ალკოჰოლით 44 ადამიანი გარდაიცვალა

2020-03-10 11:48:29

ირანში სულ მცირე 44 ადამიანი ალკოჰოლური მოწამვლით გარდაიცვალა, რომლებსაც სჯეროდათ, რომ ორგანიზმისთვის საშიში ალკოჰოლური სასმელი მათ კორონავირუსისგან დაიცავდა.

ინფორმაციას სახელმწიფო მედია ავრცელებს.

ირანის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ირანის მოქალაქეებმა ისეთი ალკოჰოლური ნივთიერება დალიეს, რომელსაც საღებავის ფერების გასაზავებლად იყენებენ.

საზოგადოებაში გაავრცელეს ისეთი ინფორმაცია, რომ თითქოს ეს ნივთიერება ორგანიზმს კორონავირუსის საფრთხისგან დაიცავდა.

გარდაცვლილების გარდა საავადმყოფოებში მოწამლული ასობით ადამიანია გადაყვანილი.

ამ ნივთიერების რეალიზებისათვის და ხალხის მოტყუებისთვის ირანში შვიდი ადამიანი დაააკავეს.

ბოლო ინფორმაციით ირანში 8,042 ადამიანია ინფიცირებული, ხოლო 291 გარდაიცვალა.