კორონავირუსის სწრაფი გავრცელების გამო იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ, გადაწყვეტილება მიიღო, რომ იტალიის მთელი ტერიტორია ჩაეკეტათ. ქვეყანა წითელ ზონად გამოცხადდა. კორონავირუსი ირალიის ოცივე რეგიონში ფიქსირდება. კარანტინშია მოქცეული 60 მილიონზე მეტი ადამიანი. მთელი ქვეყნის მასშტაბით გაუქმებულია გველა სახის სპორტული ღონისძიება, მათ შორის საფეხბურთო მატჩები.
კონტის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მოქალაქეების დასაცაცად მიიღო, განსაკუთრებით კი რისკ ფაქტორი მქონე პირებისთვის.
"თითოეულმა ჩვენგანმა იტალიის საკეთილდღეოდ რაღაც უნდა დავთმოთ. ამის გაკეთება ახლავეა საჭირო, ეს კი მხოლოდ ერთმანეთთან თანამშრომლობითაა შესაძლებელი. მზად უნდა ვიყოთ უფრო მკაცრი ზომებისთვის."
ისრაელმა კი ქვეყანაში შემავალი ნებისმიერი ადამიანისთვის 14 დღიანი კარანტინი სავალდებულო გახადა. პრემიერ-მინისტრის ბენჯამინ განცხადებით, ეს რთული იქნება, მაგრამ ეფექტიანი.
"მთელი დღის დისკუსიის შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველას, ვინც საზღვარგარეთიდან შემოვა 14 დღიან კარანტინში მოვათავსებთ. ეს მკაცრი ნაბიჯია, თუმცა აუცილებელი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესანართუნებლად, საზოგადოებრივი ჯანმრთელობა კი ყველაფერზე წინ დგას", - განაცხადა ისრაელის პრემიერ მინისტრმა.
ბოლო მონაცემებით კორონავირუსი 100-მდე ქვეყანაში ფიქსირდება. მსოფლიოს მასშტაბით დაინფიცირებულია 114 223, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვა 4000-ს გადააჭარბა. გამოჯანმრთელება კი 62834 ადამიანმა შეძლო.
"აღარავითარი ღამის ცხოვრება, ეს ზრდის დაავადების გავრცელების რისკს", - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.