სატრანსპორტო საშუალებებში არსებული პრობლემები

2020-01-06 18:45:33

რუსთავში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, რუსთაველი სამოქალაქო აქტივისტების ინიციატივით, საკრებულოს ტრანსპორტის საკითხების შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის ხელძღვანელ გურამ კვარაცხელიასთან და მერიის ტრასპორტის მართვისა და კონტროლის განყოფილების ხელმძღვანელ დავით გიორგაძესთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე რუსთავში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებში არსებული პრობლემები განიხილეს.

"შევიკრიბეთ დღეს რომ ქალაქში არსებულ სატრასპორტო საკითხებზე გვემსჯელა. ძირითადი პრობლემები დაისვა იმ თემაზე, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი არის ცუდ მდგომარეობაში, შედასაქალაქო ტრასპორტი როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს. საით მიემართება დოტაციური თანხები, რომელიც იხარჯბა მუნიციპალურ ტრანსპორტზე. სამოქალაქო სექტორმა დასვა ეს შეკითხვები. რაზეც შეგვეძლო პასუხის გაცემა სუფთა ტექნიკური კუთხით მირჩევნია ხოლმე ამ დროს პასუხების გაცემა, იმიტომ, რომ სოციალური კუთხით კომპეტენტური არ ვარ მაგ ნაწილში. რაც შეეხება სატრანსპორტო საკითხებს, მგონი კარგი და ნაყოფიერი შეხვედრა იყო"- განაცხადა საკრებულოს ტრანსპორტის საკითხების შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის ხელძღვანელმა გურამ კვარაცხელიამ.

"ინფო რუსთავთან" საუბრისას, სამოქალაქო აქტივისტმა გივი შანიძემ განაცხადა, რომ: - განვიხილეთ პრობლემები, რომელიც არსებობს მგზავრთა გადაყვანის კუთხით. უსაფრთხოების პრობლემები ჯერ-ჯერობით ყველა მიკროავტობუსშია და m3 ტიპის ავტობუსში არ არის ცეცხლმაქრები და არ არის ე.წ. აფთიაქი. ასევე, დღემდე ილახება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები, რადგან მათ არ აქვთ საშუალება გადაადგილდნენ ქალაქიდან ქალაქში. ამ კუთხით ჩვენ შენიშვნები მივეცით, ყურადღება გავამახვილეთ. გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ მარტის თვეში ინტერტრანსი სრულად აღჭურვავს მიკროავტობუსებს ცეცხლმაქრებით, ხოლო ალტერნატიული დანიშნულების ტრანსპორტის შექმნისას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსაც ექნებათ გადაადგილების საშუალება. დანაპირები და შესაბამისი ქმედებებიც არსებობს, რომელსაც ჩვენ ვხედავთ.