რუსთავიდან 1 პირი ინფექციურ კლინიკაში გადაიყვანეს

2020-03-07 00:56:13

პაციენტს რომელიც საზღვარგარეთ იმყოფებოდა, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ჰქონდა - ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" რუსთავის #1 დიაგნოსტიკურ ცენტრში განუცხადეს.

როგორც საინფორმაციო სააგენტოსთვის გახდა ცნობილი, პაციენტმა სამედიცინო დაწესებულებას, ყელის ტკივილით, ხველებითა და ტემპერატურის მატებით მიმართა.

"მოგვმართა პაციენტმა, რომელიც იმყოფებოდა გერმანიაში და ჩამოვიდა 5 დღის წინ. პაციენტს ჰქონდა ტემპერატურა, ხველა და ყელის ტკივილი. დავრეკთ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე გამოგვიგზავნეს გადაუდბელი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი და პაციენტი გადაიყვანეს ბოჭორიშვილის ინფექციურ კლინიკაში. ამჟამად იმყოფება დაკვირვების ქვეშ უკეთებენ გადასხმებს და არის სიმპტომატურ მკურნალობაზე. არ ვიცით ჯერ დაუდგინდება თუ არა პაციენტს ვირუსი", - განაცხადა რუსთავის მედიცინის სახლის დირექტორმა მერი ლოლაძემ.

რუსთავში სამედიცინო დაწესებულებას პრევენციის მიზნით, დეზინფექცია ჩაუტარდა.