თურქეთში, საქართველოს 1 მოქალაქე ქურდობის ფაქტზე დააკავეს.
როგორც ადგილობრივი მედია საშუალებები იუწყებიან, საქართველოს ერთმა და აზერბაიჯანის ხუთმა მოქალაქემ, ტანსაცმლის 9 სხვადასხვა მაღაზიიდან, 100 000 ლირის ღირებულების ტანსაცმელი მოიპარეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირებმა, დაიქირავეს ავტომობილი რომლითან მოპარული ტანსაცმელი გადაჰქონდათ. სამართალდამცავებმა მოგვიანებით აღნიშნულ ავტომობილსაც მიაგნეს.
თურქეთის პოლიციამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.