2017-04-25 15:14:19
დაუსრულებელი მშენებლობებისთვის დაწესებული საგადასახადო შეღვათები ორი წლით გახანგრძლივდება - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კვირიკაშვილის განმარტებით, შეღავათები ხელს შეუწყობს დაუსრულებელი მშენებლობების განახლებას და დაზარალებული მოქალაქეების დაკმაყოფილებას.
პრემიერის თქმით, ყველა ცვლილება ბიზნესსექტორთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით შემუშავდა.