რუსთავის მერიაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა [photo]

2020-03-04 18:51:42

რუსთავში, COVID-19-თან დაკავშირებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სამოქალაქო მისაღებში და სხვა საჯარო სივრცეებში, სპეციალური ხსნარებით სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება.

დეზინფიცირება უტარდება ასევე ქალაქში არსებულ სკოლებსა და საბავშვო ბაღებს.

სადეზინფექციო სამუშაოები ხორციელდება საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით,  შიდასაქალაქო მარშრუტებზე მოძრავი მიკროავტობუსების სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.

სადენზინფექციო ხსნარით მუშავდება  მუნიციპალური ავტობუსები და საქალაქთაშორისო მარშრუტებზე მოძრავი მიკროავტობუსებიც.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალებების დეზინფიცირება ყოველდღიურად მოხდება.