ახალი გზა რუსთავიდან მარნეულამდე [video]

2020-03-04 14:59:55

კრწანისის რაიონში, ზემო და ქვემო ფონიჭალის დამაკავშირებელი მიწისწქვეშა სარკინიგზო გზაგამტარი გაიხსნა. [ვიდეო/video]

დასრულებული სამუშაოები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოინახულა.

კახი კალაძის განცხადებით, ახალი გზაგამტარის საშუალებით 100 მეტრამდე მცირდება ზემო და ქვემო ფონიჭალის ერთმანეთთან დამაკავშირებელ აქამდე არსებულ 5-კილომეტრიან მონაკვეთი.

"როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ადგილობრივ მოსახლეობას დაახლოებით 5 კილომეტრიანი საავტომობილო გზის გავლა უწევდა რომ ზემო და ქვემო ფონიჭალა ერთმანეთს დაკავშირებოდა. ამ კონკრეტული პროექტით, სადგურის ქუჩა დავაკავშირეთ ღოღობერიძის ქუჩას. ზემო და ქვემო ფონიჭალას რკინიგზის მაგისტრალი ყოფს, რკინიგზის ქვემოთ იქნა გვირაბი გაკეთებული და დღეს მხოლოდ 100 მეტრია დაშორება. ადგილობრივებს არ მოუწევთ 5 კილომეტრიანი გზის გავლა, ეს, რა თქმა უნდა, შეუმცირებს მოსახლეობას ხარჯებს და ძალიან მარტივის გახდის გადაადგილება", - განაცხადა კახი კალაძემ.

აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელებით, რუსთავიდან მარნეულის მიმართულებით უმოკლესი სამანქანო გზა მოეწყო. მოსახლეობისთვის გადაადგილება შემცირებული გზის სავალი მონაკვეთით ხდება შესაძლებელი, რაც ცხადია, ზოგავს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელების დროსა და ხარჯებს.

იმისათვის, რომ უკეთ გაერკვეთ, გზის რა მონაკვეთზეა საუბარი და როგორ უნდა მოხვდეთ სარკინიგზო გზაგამტარის საშუალებით ზემო ფონიჭალიდან ქვემო ფონიჭალაში ან პირიქით, "ინფო რუსთავი" ერთგვარ ვიდეო ინსტრუქციას გთავაზობთ.

ნახეთ ვიდეო, როგორ უნდა წახვიდეთ მარნეულის მიმართულებით მოკლე გზით.