ესპანეთში 2 ქართველი დააკავეს

2020-03-03 00:10:03

ესპანეთის ნაციონაურმა პოლიციიამ ტორევიევში სახლების ძარცვის ბრალდებით ორი ქართველი მამაკაცი დააკავა.

ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, 29 და 40 წლის მამაკაცები საერთაშორისო დაჯგუფების წევრები არიან, რომლებიც სახლების ძარცვაში დახელოვნებულები არიან.

მამაკაცები სახლებს მაშინ ძარცვავდნენ, როცა მეპატრონეები სამსახურში, საზაფხულო ან სადღესასწაულო არდადეგებზე იმყოფებოდნენ.

ესპანეთის პოლიციამ ჩხრეკის შედეგად გაძარცვული სახლებიდან მოპარული ფული, ძვირფასი სამკაულები, ტელეფონები, ელექტრონული მოწყობილობები და ვერცხლის დანა-ჩანგლები ამოიღეს.

ასევე ნაპოვნია ის მოწყობილობები, რომლებსაც ქართველები სახლებში შესაღწევად იყენებდნენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ მძარცველები სახლებში შესაღწევად განსაკუთრებულ მეთოდს იყენებდნენ და ისინი სახლებს უხეში მეთოდებით არ ტეხდნენ.

პოლიციის განცხადებით, ბრალდებულები წარსულში კრიმინალური ქმედებებისთვის ნასამართლევები იყვნენ.