ოჯახში ძალადობის ფაქტი რუსთავში

2020-03-03 00:32:51

რუსთავში, 35 წლამდე მამაკაცმა 30 წლამდე ცოლს სცემა.

მამაკაცმა მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა შვილების თანდასწრებით მიაყენა.

ქმარი ცოლს ჩხუბის შემდეგ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

ადგილზე მობილიზებული იყო რუსთავის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები.

მამაკაცი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.