რუსთავში ავტომობილი დაიწვა [video]

2020-03-03 00:19:03

ხანძარი იყო რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში, რაგბის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე. [ვიდეო/video]

ცეცხლი "ოპელის" მარკის ავტომობილის ძრავში გაჩნდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, შემთხვევის დროს ავტომობილში 2 ადამიანი იმყოფებოდა. სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოსვლა ორივე მათგანმა დროულად მოახერხა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.