უდანაშაულო მამაკაცი 23 წელი ციხეში იჯდა

2020-05-06 00:57:08

ლამონტე მაკინტრეი 17 წლის იყო, როცა სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა 1994 წელს მომხდარი მკვლელობის გამო, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

2017 წელს ციხეში 8583 დღის გატარების შემდეგ სასამართლომ მისი საქმე ხელახლა განიხილა და ლამონტე უდანაშაულოდ სცნო.

2019 წელს კი მან შტატის ხელისუფლებას უჩივლა. 2020 წლის 24 თებერვალს სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა და შტატს უდანაშაულო კაცისთვის, რომელმაც ციხეში 23 წელი გაატარა, 1 553 379 დოლარის გადახდა დააკრისა.

"კანსაზის შტატმა ჩემი ცხოვრების 23 წელი წამართვა და მის უკან დასაბრუნებლად არაფერი გააკეთა. ჩემი ახალგაზრდობა წამართვა. მათ შანსი წამართვეს ყოველი დაბადებისდღე და შობა ოჯახთან ერთად გამეტარებინა. ვყოფილიყავი მათთან რთულ დროს, თუმცა ეს არ შემეძლო"-განაცხადა ლამონტე მაკინტრეი.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ ლამონტემ ორგანიზაცია სახელად "Miracle of Innocence" ჩამოაყალიბა, რომელიც ციხეში შეცდომით ჩასმულ ხალსხ ეხმარება.