მანქანა ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა (ვიდეო).

2016-11-07 20:26:46

„ოპელის“ მარკის ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ქალბატონებს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევა მესხიშვილის ქუჩაზე მოხდა. 50 წლამდე ქალბატონი სასწრაფო-სამედიცინო ეკიპაჟმა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, 40 წლამდე ქალბატონი კი კლინიკა რუსთავში. დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. ავტოსაგზაო შემთხვევა19:00 საათზე მოხდა. ავარიის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.