რუსთავში მაღაზიის გამყიდველს თავსდაესხნენ [video]

2020-03-01 23:51:07

რუსთავში მაღაზიის გამყიდველს თავსდაესხნენ [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით 2 მამაკაცი VIII მიკრორაიონში მდებარე სურსათის ერთერთ მაღაზიაში ყაჩაღობის მიზნით შეიჭრა.

ახალგაზრდებმა მაღაზიის გამყიდველს, სავარაუდოდ იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვეს. "ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით მაღაზიიდან გატაცებულია 1300 ლარი.

როგორც "ინფო რუსთავს" ადგილობრივებმა განუცხადეს, პოლიცია დროულად მოვიდა. მძარცველები პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და მიმალვა სცადეს.

დევნა XX მიკრორაიონში გაგრძელდა, რასაც ქუჩაში ხმაური მოჰყვა. მოგვიანებით პოლიციამ ორივე მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავა, სააგენტოს ინფორმაციით ფაქტზე უკვე მხილებულია ორი პირი.