რუსთავის ბაგა ბაღების გაერთიანება კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს.
"ძვირფასო მშობლებო! გვინდა გაცნობოთ, რომ რუსთავის ბაღების გაერთიანება ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე კორონა ვირუსთან ბრძოლის პრევენციულ ღონისძიებებს უერთდება. პარასკევს გვქონდა სანიტარული დღე, დალაგდა და დასუფთავდა ფილიალის ეზოები, დეზინფექცია ჩატარდა ყველა სააღმზრდელო ჯგუფში როგორც ჭურჭლის, ასევე ავეჯის ზედაპირების, გამოიცვალა აღსაზრდელთა თეთრეული და გადასაფარებლები.
ორშაბათს, 2 მარტს, გაგრძელდება ფილიალებში თითოეული ჯგუფის დეზინფიცირება, დამუშავდება სამზარეულოს და ჯგუფის ჭურჭელი, სველი წერტილები კედლების ჩათვლით, ჯგუფის ინვენტარის ზედაპირები, გასახდელი კარადები შიგნით და გარეთ, სათამაშოები, წიგნები და მეთოდური კუთხეები,"- წერია გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.