შემოიტანეს თუ არა პირბადეები აფთიაქებში [video]

2020-03-01 20:05:09

რუსთავის სააფთიაქო ქსელებში, არის თუ არა პირბადეების დეფიციტი, იყიდება თუ არა ლიმიტირებული რაოდენობით და გაზრდილია თუ არა ფასი - "ინფო რუსთავის" ჟურნალისტი აღნიშნული საკითხის გარკვევის მიზნით, რამდენიმე აფთიაქში მივიდა. [ვიდეო/video]

"პსპ"-ს და "ემფარმას" ფილიალებში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ ამ დროისთვის პირბადეების მარაგი ამოწურულია და არ აქვთ ინფორმაცია, თუ როდის მიიღებენ ახალ მარაგს, თუმცა, ფასი არ გაზრდილა და 20 თეთრი ღირს.

"ჯი-პი-სი" - პირბადეები დეფიციტში არ არის, უბრალოდ დღეს კვირა დღეა და საწყობიდან არ მოდის არც წამალი, ამიტომ არ გვაქვს. პარასკევს შემოვიდა და მელევე გაიყიდა, ხვალ ველოდებით ახალი მარაგის შემოტანას. ფასი არ გაზრდილა 20 თეთრი ღირს ჩვეულებრივად და მომხმარებელზე 5 ცალია მხოლოდ.

"ავერსი"  - პირბადეების მარაგი ამოიწურა გუშინ და ფასი არ გაზრდილა.

"იმპექსი" - პირბადეების დეფიციტი არ არის ჩვენთან და 1 ცალის ღირებულება 1,85 თეთრია და არ გვაქვს ლიმიტირებული რაოდენობა მომხმარებლებზე.

"ფარმ-სახლი" - პირბადეების მარაგი ჩვენთან ამოწურულია და გვექნება მაშინ, როცა სახელმწიფო მოგვაწვდის. ბოლოს ალბათ 3 კვირისწინ გვქონდა და 20 თეთრად გაიყიდა ჩვეულებრივად. ახლახანს გვქონდა აქცია და პენსიონერებს ვჩუქნიდით უბრალოდ, თორემ გაყიდვაში არ გვქონია.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში და მთლიანად ქვეყანაში პირბადეების დეფიციტი უკვე რამდენიმე კვირაა ფიქსირდება.