ვინ არის გარდაცვლილი რუსთაველი მამაკაცი

2020-01-29 20:08:01

რუსთავი-გარდაბნის სარკინიგზო მონაკვეთზე რუსთაველ მამაკაცს მატარებელი გუშინ დაეჯახა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით თბომავალი 46 წლის კახა გოგოლაძეს მაშინ დაეჯახა როდესაც ის სარკინიგზო ლიანდაგზე გარკვეულ სამუშაოებს ასრულებდა. თვითმხილველები აცხადებენ რომ მემანქანემ მამაკაცი გვიან შეამჩნია და დამუხრუჭება ვეღარ მოახერხა.

კახა გოგოლაძე რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე ცხოვრობდა, ის წლებია საქართველოს რკინიგზაში მუშაობდა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო.