ირანელი დეპუტატი კორონავირუსით გარდაიცვალა

2020-02-29 15:03:23

ირანის პარლამენტის წევრი მუჰამედ ალი რამაზანი კორონავირუსით გარდაიცვალა.

დეპუტატს კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა და ის შაბათს დილით გარდაიცვალა.

ამდროინდელი მონაცემებით, ირანში კორონავირუსით 43 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურებულია დაავადების 593 შემთხვევა.

მსოფლიო მასშტაბით, კორონავირუსით 85 000 მეტი ადამიანია დაავადებული, მათგან 2 924 ადამიანი დაიღუპა. დაავადებულთა უმრავლესობა ჩინეთის მოქალაქეა.