გარდაბნის მერს ახალი მოადგილე ჰყავს

2020-02-28 13:25:08

გარდაბნის მერს რამაზ ბუდაღაშვილს ახალი მოადგილე ჰყავს. პირველი მოადგილის თანამდებობა გიორგი შინჯიკაშვილმა დაიკავა.

მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის ინფორმაციით, ახალ მოადგილეს დამთავრებული აქვს ი.ჭავჭავაძის სახ. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ფაკულტეტი, მწვრთნელის მიმართულებით.

სამუშაო გამოცდილება:

24.02.2020-დღემდე - გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე

24.01.2018-22.02.2020 წწ. - ზედამხედველობის სამსახურის უფროსი

01.2014-01.2016 წწ. - გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ზედამხედველობის სამსახურის უფროსი

11.2012-01.2014 წწ. - გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა  კომისიის თავმჯდომარე

12.2010-11.2012 წწ. - გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის გარდაბნის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის დირექტორი.