თურქეთში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს

2020-02-27 11:34:18

თურქეთში, გირესუნის პროვინციაში, საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, პოლიციამ, საცხოვრებელ სახლში, შესაბამისი ღონისძიებები გაატარა, რა დროსაც, დაჭრილი, 700 კილოგრამი ღორის ხორცი ამოიღო.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცები ღორის ხორცს სარეალიზაციოდ ამზადებდნენ.

თურქეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლება, ღორის ხორცი დააწვეს, შემდეგ კი დაამარხეს. თურქეთის პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.