"საქართველოში ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს"

2020-02-27 10:24:53

50 წლის მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა მარნეულის მკვიდრია. ის საქართველოში წითელი ხიდის გავლით შემოდიოდა. საქართველოს მოქალაქე ირანში იმყოფებოდა, ხოლო აზერბაიჯანის გავლით უკან ბრუნდებოდა. პაციენტი საბაჟო-გამშვები პუნქტიდან პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, მას მოქალაქეებთან შეხება არ ჰქონია.

ამ დროისთვის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილებიდან გუშინ ღამით კარანტინში მოათავსეს 13 პაციენტი, ისინი არ არიან ინფიცირებულები კორონავირუსით, ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

"გუშინ ღამით განხორციელდა ინფექციური საავადმყოფოდან იმ 13 პაციენტის გადაყვანა საკარანტინო ზოლში, რომლებიც არ იმყოფებოდნენ ინფიცირებულები.

ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება 10 პაციენტი, აქედან ხუთი არის იტალიიდან, ერთი არის იტალიის მოქალაქე და ოთხი ქართველი, ხუთი არის ირანიდან, ერთი არის ქართველი, დანარჩენი არიან აზერბაიჯანის მოქალაქეები. ჩვენ ვაგძელებთ კოორდინირებულ ა და ამ დროისთვის  გვაქვს საკმარისი ადგილები იმისათვის, რომ მოვახდინოთ  კარანტიში მოთავსება მოქალაქეების, რომლებიც იმყოფებოდნენ ახლო კონტაქტში ინფიცირებულ ადამიანებთან და მოდიან საქართველოში მაღალი რისკის ზონებიდან, ეს ლოკაციები განთავსებულია საქართველოს სხვადასხვა ადგილზე. ჩვენ ვზრუნავთ, რომ მათ შესაფერისი პირობები ჰქონდეთ. ჩვენ გვაქვს მობილიზებული საავადმყოფოები, რომლებიც განლაგებულია ბათუმში,ასევე ქუთაისში, არის რამდენიმე საავადმყოფო თბილიში", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ამ ეტაპისთვის საქართველოში არ არსებობს იმის რისკი, რომ კორონავირუსი ფართოდ გავრცელდეს.