საქართველოში კორონავირუსი დაფიქსირდა

2020-02-26 22:00:55

საქართველოში დაფიქსირდა კორონავირუსის შემთხვევა.

ვირუსი დაუფიქსირდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც შემოვიდა აზერბაიჯანიდან.

მანამდე 50 წლამდე მამაკაცი მოგზაურობდა ირანში.

"ეს ადამიანი კლინიკურად ჯანმრთელია, მხოლოდ მიმდინარეობს ცილკულაცია ვირუსის, ქვეყანაში ყველა ღონისძიება ტარდება და სახელმწიფო მზად არის ყველა საჭირო ზომების მისაღებად. პაციენტი პირდაპირ გადაიყვანეს საბაჟო განყოფილებიდან სამედიცინო დაწესებულებაში და მას საქართველოს სხვა მოქალაქეებთან შეხება არ ჰქონია. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს, სწავლის შეწყვეტა ამ ეტაპზე არ იგეგმება რადგან არ არსებობს აუცილებლობა. პრემიერთან შევთანხმდით და მივიღეთ გადაწყვეტილება რომ ირანთან 2 კვირით ყველანაირი მიმოსვლა შეიზღუდოს", - განაცხადეს ბრიფინგზე.