რამდენ ქვეყანაშია გავრცელებული კორონავირუსი

2020-02-26 20:55:24

კორონავირუსის პირველი შემთხვევიდან, რომელიც ჩინეთში დაფიქსირდა, უკვე 2 თვეზე მეტია გასული.

ვირუსის პირველი შემთხვევა საქართველოშიც დაფიქსირდა. მამაკაცი, რომელიც აზერბაიჯანიდან შემოვიდა, მანამდე ირანში იმყოფებოდა. იგი ამ დროისთვის სპეციალისტების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება. შემოწმებას გადიან დაინფიცირებულის ახლობლებიც.

8 დეკემბერს უხანში ახალი ვირუსით ინფიცირების პირველი სიმპტომები დაფიქსირდა. ერთი თვის შემდეგ კი, 9 იანვარს, ვირუსისგან პირველი ადამიანი გარდაიცვალა, ეს ამბავი კი  ჩინეთის მთავრობამ 11 იანვრამდე არ გაამჟღავნა.

13 იანვარს ვირუსი ჩინეთს გასცდა და პირველი ქვეყანა, რომელშიც ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, ტაილანდი აღმოჩნდა.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი 40-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული. მათ შორის ყველაზე მძიმე და მეტი ფატალური შემთხვევა თავად ჩინეთში, ირანში, სამხრეთ კორეასა და იტალიაში ფიქსირდება. გლობალური მასშტაბით საერთო რაოდენობით 80 ათასი ადამიანი ინფიცირებულია,  2,700 კი გარდაცვლილია.

ევროპაში ვირუსის აფეთქების ეპიცენტრად იტალიას მოიაზრდებენ, საიდანაც ვირუსი გავრცელდა საბერძნეთში, ხორვატიაში, ავსტრიასა და შვეიცარიაში. საფრანგეთში კი ვირუსისგან დღეს პირველი ფრანგი ეროვნების ადამიანი გარდაიცვალა.

ვირუსის გამო დიდი პანიკაა ინგლისსშიც, სადაც სკოლები დაიხურა და სასწავლო პროცესი შეწყდა, მთავრობა აპირებს, რომ  ხალხს ახალ ვირუსზე მასობრივი შემოწმება ჩაუტაროს და ელოდება, რომ ინფიცირების დიდი რიცხვი დაფიქსირდება. ესპანეთის კუნძულ ტენეფირზე სასტუმროში კარანტინია გამოცხადებული, რადგან ერთ-ერთ სტუმარს გუშინ კორონავირუსი აღმოაჩნდა.

კორონავირუსმა ამერიკის კონტინეტზეც მიაღწია და როგორც ჩრდილო ასევე სამხრეთ ამერიკის კონტინეტზე ფიქსირდება. ბრაზილიაში უკვე დადასტურებულია ინფიცირების პირველი შემთხვევა, 61 წლის მამაკაცი ქვეყანაში იტალიიდან დაბრუნდა.

საკრუიზო გემიდან Diamond Princess, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში იაპონიის პორტში იყო გაჩერებული 3 ათასზე მეტი მგზავრით, ევაკუირებულთა შორის იმყოფებოდნენ რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელი, მათ შორის რუსები და სამ მათგანს კორონავირუსზე ჩატარებულ ტესტზე აღმოაჩნდათ, რომ ინფიცირებულები არიან. ვირუსი აღმოაჩნდათ გემიდან ევაკუირებულ 42 ამერიკელსაც.

ასევე  ის გავრცელებულია ერაყში, ეგვიპტეში, ომანში, ქუვეითში, ბაჰრეინში, არაბთა გაერთიანებულ საამიროსა, ალჟირსა და ავსტრალიაში.
ამ ხნის განმავლობაში ვირუსისგან ჯამში 29 745 ადამიანი განიკურნა, თუმცა მათგან 200-მდე პაციენტს კორონავირუსი ხელმეორედ შეხვდა და ჰოსპიტალებში დაბრუნდნენ.

კვლევების მიხედვით, კორონავირუსის მაღალ რისკფაქტორს ასაკოვანი ხალხი წარმოადგენ. ასევე ვირუსით გარდაცვლილთა დიდი ნაწილი იყვნენ ისეთი პაციენტები, რომელთა იმუნიტეტიც ინფიცირებამდე დაქვეითებული ჰქონდათ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს, რომ ვირუსის პანდემიად გამოცხადებისთვის ჯერ ადრე, თუმცა უნდა მოვემზადოთ.