მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2020-02-26 20:21:00

27 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 27-ში დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +18, +23, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს.

28-29 თებერვალს საქართველოს დასავლეთ რეგიონებში გაწვიმდება, მაღალმთაში ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +14, +19 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდიბა.

თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +14, +17 გრადუსია მოსალოდნელი.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 27 თებერვალი +16°C, 28 თებერვალი +20°C, 29 თებერვალი +18°C, 1 მარტი +13°C.